მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოთა სტილის ძალიან სამარცხვინო ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს - მელია

617d00a27022c
თელარა გელანტია
30.10.21 12:41
806
თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. „ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურვილი“ - თქვა მელიამ ჟურნალისტებთან და "ქართულ ოცნებას" ურჩია, არ იდარდოს, რადგან „ასე მუშაობს დემოკრატია“.

„ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებს თითოეული თბილისელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას.

მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ გვინდა, ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას, ვერ მიგვიყვანს მიზნამდე.

მე დღეს ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, ამომრჩეველთა აქტიურობა 10:00 საათისთვის“, - თქვა ნიკა მელიამ.