მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი ევროკავშირს კოვიდ-პასპორტების შემოღებისკენ მოუწოდებს

6036495ff0059
BM.GE
24.02.21 22:00
1257
საბერძნეთი ევროკავშირს კოვიდ-პასპორტების შემოღებისკენ მოუწოდებს, რომელშიც აღნიშნული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის ჩაუტრადა კოვიდ-აცრა ტურისტს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ჰარი თეოკარისი აცხადებს, რომ ვაქცინის პასპორტის შემოღება ქვეყნებს მისცემს საშუალებას, ზაფხულში ტურისტული სეზონი ბევრად უსაფრთხოდ გახსნან.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ვაქცინის პასპორტის შემოღების საკითხი ევროკავშირისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

„ტურიზმის და ეკონომიკის გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო, რაც შეიძლება სწრაფად. ამის ნაცვლად კი ქვეყნები არსებულ მდგომარეობაზე უფრო არიან ფოკუსირებული. ევროკავშირმა დაუყონებლივ უნდა შემოიღოს ვაქცინის სერტიფიკატი. ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა იცოდეს, შეძლებენ თუ არა ზაფხულში შვებულებაში სადმე წასვლას“, – განაცხადა მინისტრმა.