08.დეკემბერი .2015 15:15

საბერძნეთი კაპიტალის ბაზარზე კონტროლს მომავალი წლიდან გააუქმებს

views 1176
უკან

საბერძნეთის მთავრობა აპირებს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარზე არსებული შეზღუდვები მოხსნას, - ამის შესახებ საბერძნეთის ვიცე-პრემიერმა, განაცხადა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, საბერძნეთის საერთაშორისო კრედიტორები ანტიკრიზისული პროგრამის გადამოწმებას 2016 წლის დასაწყისში დაასრულებენ, რის შემდეგაც ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებები დაიწყება.
 
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კაპიტალის ბაზარზე კონტროლი მიმდინარე წლის 1 ივლისს დაწესდა, მაშინ ქვეყანაში ბანკებმა 3 კვირით მუშაობაც შეწყვიტეს.