მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი ტურისტების მიღებას 14 მაისიდან დაიწყებს

6048c3ab6a86f
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.21 17:51
1787
საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის ჰარის ტეოჰარისის განცხადებით, ქვეყანა ტურისტების მიღებას 14 მაისიდან დაიწყებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საბერძნეთში შესვლას შეძლებს ყველა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება მიღებული ან უკვე გადატანილი აქვს covid-19. ასევე, საბერძნეთში შესვლა კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარადგენის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი.

ტეოჰარისის განმარტებითვე, ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს ადგილზევე ჩაუტარებენ ტესტირებას. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, მათ დაუყონებლივ გადაიყვანენ იზოლაციაში. როგორც აღინიშნა, სამედიცინო ხარჯებს მთლიანად საბერძნეთის მთავრობა დაფარავს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში საბერძნეთის მთავრობამ ევროკავშირში „ვაქცინაციის სერტიფიკატის“ შემოღების საკითხი ოფიციალურად დააყენა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის ინიციატივას მხარი დაუჭირა. „კოვიდ პასპორტის“ დანერგვას ემხრობა ესპანეთი, პორტუგალია, კვიპროსი და პოლონეთი.