მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი ზაფხულში ტურისტებს მიიღებს

5ea954e933012
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.20 22:00
2315
საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ზაფხულს, ტურისტებს ისევ მიიღებენ, თუმცა დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესები. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც თეოხარისი აცხადებს, შეცვლილი იქნება მოგზაურობის წესები და დაწესდება დამატებითი მოთხოვნები ტურისტებისა და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ 50 წელიწადზე მეტია ვიღებთ ტურისტებს და გვინდა, კვლავ ვაჩვენოთ ეს სტუმართმოყვარეობა. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა, მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო“- განუცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა BBC-ის.

29 აპრილის მონაცემებით, საბერძნეთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2,566 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 138 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 577 ადამიანი.