მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთის ელჩი- ვიმედოვნებთ, ქუთაისიდან ივნისში რეგულარულ რეისებს დავიწყებთ

60608c95d6acd
BM.GE
28.03.21 11:26
1163
საბერძნეთის ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი იმედს გამოთქვამს, რომ ბერძნული ავიაკომპანიები მალე შეძლებენ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების აღდგენას და ივნისიდან შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის რეგულარული მიმოსვლა.

Forbes-თან ინტერვიუში დიპლომატი ასევე გამოეხმაურა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, საბერძნეთი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ გაუხსნიდა, თუმცა საბერძნეთი სიის მიღმა დარჩა.

„რაღაც მოხდა. ჩვენ ვცდილობდით გაგვეგო, რა მოხდა ქართულ მხარეს. შედეგი იყო ის, რომ ჩვენს ავიაკომპანიებს არ აუნთეს მწვანე შუქი. იყო შეზღუდვები საბერძნეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით ფრენებზე. ჩვენ მხოლოდ ჩარტერულ რეისებზე ვიყავით დამოკიდებული. თვეში ერთი რეისი სრულდებოდა. ახლა საქართველო დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს და ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისიდან აღვადგენთ ფრენებს. ივნისიდან კი რეგულარულ რეისებს დავიწყებთ.

სტატისტიკურად საქართველოდან საბერძნეთში ჩამომსვლელთა დიდი რაოდენობა დიასპორის წევრებს წარმოადგენს. პანდემიის გამო მათ ჩამოსვლა არ შეეძლოთ. საუბარია საკმაოდ დიდ ქართულ დიასპორაზე საბერძნეთში, რომელთაც უკვე ერთ წელზე მეტია არ შეუძლიათ ქვეყნებს შირის რეგულარული მიმოსვლა. ვიცი, რომ მათ დიდ ნაწილს აქ ოჯახები ჰყავს, ასევე ოჯახები ჰყავთ საბერძნეთში. ამიტომაც საბერძნეთიდან აქ ჩამომსვლელების დიდ ტალღას ველოდებით და პირიქითაც, საქართველოდან საბერძნეთში. მათ შორის იქნებიან ტურისტებიც. ახლა საბერძნეთში მოგზაურობა მარტივი არაა. ჩვენ პანდემიის მეორე ტალღა გვქონდა, თუმცა ვაქიცნაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“-ამბობს კარაბალისი.