მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთმა სკოლების გახსნა 14 სექტემბრამდე გადადო – მოსწავლეებს პირბადის ტარება მოეთხოვებათ

5f4f767547ae2
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.20 22:30
696
საბერძნეთის მთავრობამ სკოლებში სწავლის განახლება 14 სექტემბრამდე გადადო, ამის მიზეზი ქვეყანაში გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევებია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საბერძნეთის მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში იძულებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვა დააწესოს, რითიც ისინი ვირუსის გავრცელების შეკავებას გეგმავენ. COVID-19-მა ქვეყანაში ტურისტული სეზონიც დააზარალა და უარყოფითი გავლენა იქონია, როგორც ქვეყნის დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე, ასევე კუნძულების მოსახლეობაზეც.

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები მიზნად ისახავს მოსახლეობის საზაფხულო შვებულებიდან საკუთარ სახლებში დაბრუნებას და სწავლის დაწყებამდე თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას.

„ყველა მშობელს მოვუწოდებთ, მომდევნო დღეებში დაბრუნდნენ ბავშვებთან ერთად სახლებში და დარწმუნდნენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან, ვიდრე გაკვეთილებს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის სკოლებში პირბადეების ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში COVID-19-ის 10,524 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 271 ადამიანი.