მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში ახალგაზრდებს ვაქცინაციის სანაცვლოდ 150 ევროს გადაუხდიან

60db4d8d35193
თამთა ჯიჯავაძე
29.06.21 22:38
659
საბერძნეთში ახალგაზრდებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების სანაცვლოდ, 150 ევროს ოდენობის თანხას შესთავაზებენ. როგორც Reuters-ი წერს, შეთავაზების მიზანი ახალგაზრდებში ვაქცინაციის წახალისებაა.

„პირველი დოზის მიღებისას, ისინი ბარათს მიიღებენ, სადაც 150 ევრო იქნება განთავსებული. ეს იქნება სამადლობელო საჩუქარი“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის ცნობით, 18-25 წლის ასაკის დაახლოებით 940 000 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა დასაჩუქრდეს ბონუსით, თუ ისინი წლის ბოლომდე ვაქცინის პირველ დოზას მიიღებენ. აღნიშნული თანხის დახარჯვას ისინი საზაფხულო არდადეგებსა და კულტურულ ღონისძიებებზე 15 ივლისის შემდეგ შეძლებენ.

ცნობისთვის, საბერძნეთში ბოლო პერიოდში კოვიდ-შემთხვევების დღიური რაოდენობა შემცირდა, რის გამოც ქვეყანამ კოვიდ-რეგულაციების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, გასულ კვირას გააუქმეს ღია სივრცეებში პირბადის ტარების რეგულაცია. ასევე ორშაბათიდან, სრულად აცრილ მოქალაქეებს სამსახურში, ან სავარჯიშო დარბაზებში ტესტირების გარეშე მისვლა შეუძლიათ.

Reuters-ის ცნობით, 11-მილიონიან ქვეყანაში, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკვე სრულად აცრილია.

მთავრობაში აცხადებენ, რომ შემოდგომისთვის მათ მოსახლეიბის 80% აცრილი ეყოლებათ, თუ სახელმწიფო შეძლებს დაარწმუნოს მოქალაქეები ვაქცინაციის მნიშვნელობაში.

საბერძნეთში ბოლო მონაცემებით 421 000-ზე მეტი კოვიდ-შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 676 ვირუსს ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.