მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ

5ef9a9dcb0ff5
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.20 14:02
967
საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.

სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე, იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა შეივსოს.

ასევე, აუცილებელი იქნება იმ მისამართის დასახელებაც, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეეძლებათ –https://travel.gov.gr.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 15 ივნისს განაახლა ფრენები ათენისა და სალონიკის აეროპორტებში. პირველი ივლისიდან კი, სხვა აეროპორტების ამოქმედებაც იგეგმება.