მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბიუჯეტო დაფინანსებას 12 პოლიტიკური პარტია მიიღებს

5fd398175c623
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.20 19:58
2499
საბიუჯეტო დაფინანსებას 12 პოლიტიკური პარტია მიიღებს - შესაბამისი განკარგულება ცესკოს თავმდჯომარემ გამოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება 14 საარჩევნო სუბიექტს ეკუთვნოდა, თანხას მხოლოდ 12 მათგანი მიიღებს და ამ სიაში არ არიან “გირჩი” და “მოქალაქეები”, რამდენადაც მათ დაფინანსების მიღებისთვის საჭირო განცხადებით ცესკოსთვის არ მიუმართავთ.

პარტიები 4 წლის განმავლობაში შემდეგნაირად დაფინანსდებიან:


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით შეიცვალა პარტიების სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. ახალი ფორმულის თანახმად, პარტიისთვის გადასაცემი ყოველწლიური დაფინანსება არის ასეთი:

პირველ 50 000 მიღებული ხმისთვის თითოეულზე – 15 ლარი;
50 000-ის შემდეგ მიღებულ თითოეულ ხმაზე კი, 5 ლარი.