საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე - შეფასებითი. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით და იმ შედეგებით, რაც ქვეყანას აქვს, ბევრად წინ არის ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.
„ვფიქრობ, ეს მიმდინარე პროცესია. პროგრესი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად წინ გარკვეული დრო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რიგი საკითხებისა, რომელშიც ჩვენ შეიძლება უფრო მეტი შრომა და პროგრესი გვჭირდება, თუნდაც შეფასებითი თვალსაზრისით, ბევრად უფრო ხარისხიანად გვაქვს რეფორმები წარმოებული, ვიდრე ასოცირების სამეულის ქვეყნებს. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ შედეგი აბსოლუტურად პოზიტიური იქნება. დაველოდოთ საბოლოო შეფასებებს, მგონია, რომ ქართველი ხალხის განწყობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მთავრობის პოლიტიკა როდესაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და ზედმიწევნით ვასრულებთ ევროასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბევრ საკითხს, დადებს იმ შედეგს, რაზეც ქართველი ხალხი ფიქრობს და ქართველი ხალხის მამოძრავებელია.
აქ გარდა შეფასებებისა, ძალიან ბევრი პოლიტიკური კონტექსტია, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა. პრაქტიკულად ქვეყანა ურთულესი ომის პირობებშია, მოლდოვაც იგივე საფრთხეების მატარებელია და მათი მდგომარეობა პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა უფრო მეტი მხარდაჭერის გამოხატულება იყოს, თუმცა საბოლოო შედეგის თვალსაზრისით საქართველო იქნება იქ, სადაც უნდა იყოს“, - განმარტა ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოტივაციას და განწყობას ევროპა სათანადოდ შეაფასებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი