09.სექტემბერი .2019 17:53

საბრენდე სპირტის მწარმოებლებისთვის საფრანგეთისა და აშშ-ს ბაზარი იხსნება

views 620
უკან

ხვალ, 10 სექტემბერს, "ბოლერო" ბიზნესჯგუფს, ფრანგულ კომპანია "დესანტიე ეთ ფილს" და ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას შორის  ხელი ეწერება ორ ხელშეკრულებას, რომლითაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში, აშშ-სა და საფრანგეთის ბაზრებზე ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და საბრენდე სპირტის მწარმოებლები ექსპორტის განხორციელებას შეძლებენ.

„ფრანგულ კომპანია „დესანტიე ეთ ფილს“-თან , რომელიც გლობალური მიმწოდებელია საბრენდე სპირტის და აქვს წვდომა მსოფლიოს თითქმის ყველა მწარმოებელ ქვეყანასთან, გვაკავშირებს თითქმის 15 წლიანი საქმიანი ურთიერთობის ისტორია. 3 წლის წინ შევთანხმდით გრძელვადიან თანამშრომლობაზე და ხელი მოეწერა 15 წლიან თანამშრომლობის მეომარანდუმს. სწორედ მათივე ინიციატივით, ხვალ, 10 სექტემბერს აღნიშნულ კომპანიასთან ხელს ვაწერთ 25 წლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ეს არ არის მხოლოდ “Bolero & Co”-ს წარმატება, სრულად საქართველოს მეღვინეობის სექტორის სახელით მინდა ვთქვა, რომ საქართველომ ამით დაამტკიცა, რომ არის ხარისხიანი საბრენდე სპირტის მწარმოებელი ქვეყანა, შესწევს უნარი, რომ იყოს მსოფლიო მასშტაბის კომპანიების პარტნიორი. ეს დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან გასაღების ბაზარი გაფართოვდება და მეტად მყარად იგრძნობს თავს მევენახეც და მეღვინეც“ - აცხადებს BMG - სთან კომპანია “Bolero & Co”-ს გენერალური დირეტქორი, ირაკლი ბექაური.“

მისივე თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან, დაუყოვნებლივ იხსნება საფრანგეთის ბაზარი საბრენდე სპირტის მწარმოებელებისთვის და ძალაში იქნება 25 წლის მანძილზე. ასევე, ამასთან ერთად ხელი ეწერება მემორანდუმს აშშ-სთან ურთიერთგანზრახვათა შესახებ მემორანდუმს.

„ექპორტი არ არის შეზღუდული. ყველა მეწარმეს შეუძლია გაიტანოს საბრენდე სპირტი. ხვალ, 10 სექტემბერს მოეწერება 25 წლიანს ხელშეკრულებას ხელი. შესაბამისად ხვალიდან დაიწყება 25 წლის ათვლა. ანუ ამ დროით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ექსპორტი განვახორციელოთ საფრანგეთში.

რაც შეეხება აშშ ბაზარზე შესვლას, ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი მცდელობა, რომ ქართული საბრენდე სპირტი ასეთ სარფიან ბაზარზე მოხვდეს. აშშ ბაზარი ამოუწურავია და იმხელა მოთხოვნაა, ცხადია, ეს განავითარებს მეღვინეობა/მევენახეობის სექტორს.

ხვალ აშშ-სთან ეწერება ხელი ურთიერთგანზრახვათა შესახებ მემორანდუმს, გრძელვადიან თანამშრომლობაზე. აქ არიან უკვე ამერიკელი პოტენციური პარტნიორები ჩამოსულები, ასევე ამერიკის საკანონმდებლო ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული თანამშრომლბით. ხელშეკრულების ხელის მოწერიდან შეთანხმება დაუყოვნებლივ შევა ძალაში და დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

საფრანგეთთან უკვე ვიცით, რომ 25 წლიან თანამშრომლობას ვაწერთ ხელს, აშშ-სთან კონკრეტული ვადების განსაზღვრა 11 სექტემბერს გვეცოდინება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბაზარი იყოს საქართველოს პროდუქციისათვის ხელმისაწვდომი და დათმობილი, ბიზნეს რისკები კი ამით იქნას შემცირებული“- აცხადებს BMG - სთან კომპანია “Bolero & Co”-ს გენერალური დირექტორი, ირაკლი ბექაური.

როგორც BMG -ის ირაკლი ბექაურმა განუცხადა, ამ ეტაპზე “Bolero & Co”-ს ექსპორტზე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო და ბრენდი გააქვს. საბრენდე სპირტები ჩამოსასხმელი სახით აქამდე არ გაუტანია აშშ ბაზარზე, ისევე როგორც არცერთ სხვა კომპანიას, რომელიც საბრენდე სპირტს აწარმოებს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა