06.დეკემბერი.2018 18:50
ეკონომიკა

საბურავების ქირაობა - რა ხერხებს მიმართავენ მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად?

საბურავების ქირაობა - რა ხერხებს მიმართავენ მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად?
2018 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად დაიწყო. პირველი იანვრიდან დაიწყო იმ ავტომანქანების ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, მანამდეც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებოდნენ. ესენია: სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები. პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულოა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანებისთვის, ოქტომბრიდან კი - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის.

2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი, ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - ანუ ყველა ავტომობილი.

უკვე თითქმის ერთი წელია, სავალდებულო ტექდათვალიერების სისტემა მუშაობს, ამ სფეროში ჩართულ ორგანიზაციები კი სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ.

ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი - უსაფრთხო გზებისთვის“ აცხადებენ, რომ არსებობს შემთხვევები და ვარაუდები, როცა მძღოლები ინსპექტირების გასავლელად გარკვეულ ხერხებს მიმართავენ.

„ვხვდებით პრეცენდენტებს, როდესაც მძღოლები გარკვეული მანიპულაციებით გაატარებენ ტექინსპექტირებას ავტომობილებზე და 2-3 დღეში კვლავ არიან დამაბინძურებლები ან გზებზე საფრთხის შემქმნელები.

არის ვარაუდები, რომ ასეთი რამ ნაცნობობით კეთდება, მაგალითად საბურავების ნათხოვრობა ან ქირაობა, არსებობს მინარევების მეშვეობით გამონაბოლქვის შემცირების შემთხვევები. ეს ინფორმაცია არსებობს და დიდი ეჭვია, რომ ეს კეთდება შიგდაშიგ“,- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მსგავს შემთხვევებს ტენდენციის სახე არ მიეცეს, საჭიროა, დროული რეაგირება და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება.

ლალიაშვილის აზრით, პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია თავად ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მუდმივი და დაუგეგმავი მონიტორინგი, მათ შორის მისტიური კლიენტის სისტემის დანერგვა.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

21.აპრილი.2019 00:20
0

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი Forbes Georgia-ს მიხედვით

ვრცლად
20.აპრილი.2019 21:02
110

რა შემთხვევაში უნდა აშენდეს ჰესები დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე? - კახა კუჭავას პოზიცია

ვრცლად
20.აპრილი.2019 20:01
149

ენერგოპროექტებიდან ქონების გადასახადი შესაძლოა იქ დარჩეს, სადაც ობიექტი მდებარეობს

ვრცლად
20.აპრილი.2019 19:00
96

საქსტატი ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე სუბიექტების საქმიანობის შესახებ კვლევას ჩაატარებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 18:00
163

ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტი - რა სერვისს სთავაზობს WinGo tours-ი ტურისტებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 17:25
6142

“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“ - რა არგუმენტი აქვს ბიზნესს?

ვრცლად