მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბურთალოს რაიონში 150–მდე დაავადებული და ხმობადი ხე მოჭრეს

5f37dea525c9b
BM.GE
15.08.20 17:28
876
თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.