მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბურთალოზე მილის ავარიული დაზიანების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება- GWP

626b8af990179
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 10:39
30556
დღეს, 29 აპრილს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე და მიმდებარედ საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები. ამასთან, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება დღეს 09:30 საათიდან 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე შემდეგ რაიონებს შეეზღუდებათ:

მთწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე- საბურთალოს რაიონში - კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.


ფოტო: მიშო ტატანაშვილი.