მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბურთლო, დიდი დიღომი, ვაკე - თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა უძრავი ქონება ყველაზე მეტად?

628508299ed35
გიორგი თოლორდავა
19.05.22 00:00
5733
თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ კვლევას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში 10.7%-ით გაიზარდა და 899 დოლარს აღწევს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მიგრაციაა.

საერთო ჯამში, აპრილის თვეში 3,329 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 10.3%-ით ჩამოუვარდება მარტის მაჩვენებელს, თუმცა 9.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, აპრილში უძრავი ქონების ფასები თბილისის ყველა უბანში გაიზარდა, თუმცა წლიური ზრდის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელი (+16.1%) საბურთალოზე ფიქსირდება; მეორე ადგილს დიდი დიღომი იკავებს, აქ ფასები 14.3%-ით გაიზარდა; ხოლო ვაკეში უძრავი ქონების ღირებულება საშუალოდ 10.9%-ითაა გაზრდილი.

საბურთალო ლიდერობს მოთხოვნის ასპექტშიც - აპრილის თვეში განხორციელებული ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 20% საბურთალოზე მოდის; 18.5% კი - დიდ დიღომზე.

უძრავი ქონების ფასების ზრდის დონე უბნების მიხედვით:

1. საბურთალო +16%
2. დიდი დიღომი +14%
3. ვაკე +11%
4. ნაძალადევი +10%
5. ისანი +10%
6. გლდანი +9%
7. დიდუბე +9%
8. მთაწმინდა +8%
9. სამგორი +7%
10. კრწანისი +4%
11. ჩუღურეთი +1%