21.ივლისი .2020 23:10

„საჭიროა არა მხოლოდ მეტი ტურისტი, არამედ მეტი ინვესტორი” - ალექსანდრე მოწერელია

views 402
უკან

„საჭიროა არა მხოლოდ მეტი ტურისტი, არამედ მეტი ინვესტიცია, მეტი ინვესტორი”, - ამის შესახებ bm.ge-ს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა.

მან ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე საუბრისას საგადასახადო სისტემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ჩვენს ქვეყანას გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო სისტემა". 

„ძალიან კარგი მოდელია. პრობლემა არის სხვა რამეში. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია. საჭიროა არა მხოლოდ მეტი ტურისტი, არამედ მეტი ინვესტიცია, მეტი ინვესტორი. სამეგრელოს რეგიონი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირის ბაზარზე. სწორედ ჩვენი რეგიონი არის წამყვანი. ჩვენ გვაქვს ორი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტი - თხილი და ღვინო“, - განაცხადა მოწერელიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა შემოვიდეს მეტი ევროპული და ამერიკული ინვესტიცია. მოწერელიას განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გამო, ჩინურ ბაზარს კომპანიები ტოვებენ, რაც საქართველოს აძლევს იმედის საფუძველს, რომ ისინი ქართული ბაზრით დაინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა