მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჭიროა დანის პირზე სიარული“ - ეთანხმება თუ არა გამყრელიძე მთავრობის შეზღუდვებს?

5f88273e9d974
ინგა მურუსიძე
15.10.20 14:39
949
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე ნებისმიერი გადაწყვეტილება კონსესუსის გზით მიიღება. გამყრელიძის თქმით, ის ზოგჯერ შეიძლება რადიკალურიც იყოს, თუმცა სხვადასხვა მოსაზრებების შეჯერების შედეგად მიიღება ოპტიმალური გადაწყვეტილებები.

„ზოგჯერ შეიძლება მე რადიკალური ვიყო, მაგრამ ჯერდება სხვადასხვა მოსაზრებები, გასათვალისიწნებელია ბევრი საკითხი და იმის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. დღევანდელი გადაწყვეტილებებიც კონსესუსით იქნა მიღებული. ზოგადად, მთლიანად დაავადების მართვის პოლიტიკა არის შეცვლილი გლობალურადაც და საქართველოშიც. ძალიან მკაცრ ლოქდაუნებზე აღარ არის საუბარი, მით უმეტეს იმ ტიპის ეკონომიკებში, როგორებიც ჩვენ ვართ.

ეკონომიკას ვერ გააჩერებ, ადამიანებს მეტი სიღარიბისკენ ვეღარ უბიძგებ, ამიტომ საჭიროა ამ დანის პირზე სიარული, უნდა დავიცვათ სწორი ბალანსი. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე იყო გაზაფხულზე და უძლებს ბევრად მეტ დაწოლას, ვიდრე იყო გაზაფხულზე. უნდა გაიხსნას ეკონომიკაც და უნდა გაიზარდოს მზადყოფნაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.