მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა, დღიურად სულ მცირე 20 ათასი აცრა, რომ კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას - გამყრელიძე

619643de6c54e
ინგა მურუსიძე
18.11.21 16:16
669
NCDC-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო დღეებში აცრის რაოდენობა მცირედით გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„წამახალისებელმა ინიციატივებმა, როგორც ჩანს, ცოტა იმუშავა. პირველად აცრილებში მოიმატა 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილმა, თუმცა საჭიროა მეტი აქტივობა.

საჭიროა, რომ ნოემბერ-დეკემბერში დღიურად სულ მცირე 20-25 ათასი აცრა მაინც გვქონდეს, რომ ქვეყანაში შეიქმნას უფრო ფართო კოლექტიური იმუნიტეტი. აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით ყოველ ორ თვეში გვექნება ტალღები, ასეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც რიგ შემთხვევებში დამთავრდება ფატალურად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა, რადგან გარდაცვალების დიდი მაჩვენებელი სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სამი ტიპის ვაქცინა ადმინისტრირდება და ყველა მათგანის საკმარისი რაოდენობაა, როგორც ჩვეულებრივი აცრის, ისე ბუსტერ-დოზების გასაკეთებლად.