მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ინსტრუმენტების თავიდან შემოღება - გიორგი აბრამიშვილი

6298d5347b4fd
ელენე გოგბერაშვილი
02.06.22 23:00
629
თბილისში ორდღიანი ენერგეტიკული კონფერენცია «Renewable Georgia 2022 მიმდინარეობს.

ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ბრიტანული კომპანია "The Voice of Renewables"-ის ორგანიზებითა და „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) მხარდაჭერით იმართება.

კონფერენციაზე განიხილავენ მათ შორის იმ გამოწვევებს, რომელიც განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარებას ახლავს თან.

„ამ მიმართულებით რამდენიმე ძირითადი გამოწვევაა, მათ შორის ინვესტიციის მოზიდვა. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ინსტრუმენტების თავიდან შემოღება.

ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების დროს ინვესტორებისთვის რთულად პროგნოზირებადია, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალი წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ფიქსირებული ხელშეწყობის ინსტრუმენტები, სადაც გარანტირებული შემოსავალი ექნებათ ინვესტორებს, თუნდაც საკუთარი კაპიტალის უკუგების პერიოდში. პირველი გამოწვევა ეგ არის. მეორეა კომუნიკაციის ნაწილი და ცნობიერების ამაღლება, რაზეც თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ, როგორც ბიზნესმა, ისე მთავრობამ. ბიუროკრატიის ნაწილშიც არის გამოწვევები, აქაც ვმუშაობთ აქტიურად, რომ საბოლოო ჯამში ერთი ფანჯრის პრინციპი შემოვიღოთ ინვესტორისთვის. ახლა საკამოდ რთულია ამ ქართულ ბიუროკრატიულ წრეში უცხოელი ინვესტორის მოქმედება. საკმაოდ იწელება გადაწყვეტილების მიღების პროცესი,“-აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი bm.ge-სთან ადასტურებს, რომ განახლებადი ენერგიების წასახალისებლად შესაბამის მხარდამჭერ მექანიზმებზე მიდის მუშაობა. 

„ვმუშაობთ რამდენიმე ინსტრუმენტზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფასებთან დაკავშირებით, რომ განახლებადმა სადგურებმა მიიღონ ცოტა მეტი ფასი, ვიდრე სხვა სადგურებმა. ეს ზოგადად ევროპული მოდელია და ახალს არაფერს ვიგონებთ. ასევე საუბარია ქსელთან დაშვების გამარტივებაზე და ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელმაც ჩვენი აზრით, ერთობლიობაში დიდი შედეგი უნდა მოიტანოს“-ამბობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მთავრობა განახლებადი ენერგიების მხარდამჭერ მექანიზმებს სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე წარადგენს.