მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება" – IMF-ის რეკომენდაცია

5e443b0f6f115
თამთა ჯიჯავაძე
12.02.20 21:47
873
“საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე 2020 წლის ბოლოსთვის შესამცირებლად", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებული მიგნებებს მოიცავს.

„საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა“, - განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ვერა-მარტინმა.

სსფ-ს მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება.