მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა მეტი გამბედაობა, რისკი და თავისუფალი აზროვნება იდეებზე" - ქურდიანის რჩევა სტარტაპერებს

5e4fca2f92e45
ინგა მურუსიძე
21.02.20 22:00
1965
გამბედაობა გვაკლია ცოტათი, უფრო მეტი რაღაცის გატესტვა და ცდა არის საჭირო, - ამის შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა გადაცემა „საქმის კურსის“ რუბრიკაში #BMGDRIVE განაცხადა.

„მესმის, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, თუმცა არც „სილიკონ ველში“ არ იწყებენ ადამიანები დიდი ქონებით და თავის ბოლო ლუკმას დებენ ხოლმე, რომ იდეა გამოვიდეს. ეს გამბედაობა მოდის კულტურიდან.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 30 წლის წინ სტარტაპზე არც კი საუბრობდა ვინმე. მაშინ ბიზნესი, როგორც ცნება საერთოდ არ არსებობდა. ვფიქრობ, რომ ეს კულტურული შრიფტი არის გასაკეთებელი და რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ. სწორედ ეს იყო სტარტაპ პროგრამის მთავარი მიზანი, მისია და რჩება, რომ რაც შეიძლება მეტი გვესაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესის წამოწყება ნებისმიერი ფორმით. სტარტაპი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე. მაგალითად თმის სალონი შეიძლება იყოს სტარტაპი. მე ასე მიმაჩნია, რადგან ეს არის ბიზნესის წამოწყება“, - განაცხადა ქურდიანმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ბევრი რამ კეთდება წახალისებისთვის, მაგრამ რაღაც დონეზე ალბათ ეკოსისტემაზე უფრო მეტი სამუშაოს გაწევა არის საჭირო.

„ახლა წავიკითხე მაგალითად სტატია, სადაც ეწერა, რომ ნიუ-იორკი არის ქალაქი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა კომპანიამ გამოიყენოს თავისი პროდუქტის დასაპილოტირებლად. თითქოს პატარა ქვეყანასავით არის, ბევრი ადამიანი ცხოვრობს და შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის გატესტვა, მაგალითად ახალი მანქანის. მერე ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ სუპერდიდი კომპანიების დასაპილოტირებელი პროგრამა?! მაგალითად, „ამაზონმა“ აიღოს და გაუშვას თავისი პროდუქტი მარტო საქართველოში და დააკვირდეს როგორი იქნება. ეს ნიშნავს, რომ დიდი კომპანიები ჩვენთან შემოვლენ, ჩვენთან ერთად იმუშავებენ, დაარეკლამებენ და ა.შ. ამაზე შეიძლება მუშაობა ჩემი აზრით, თუმცა ზოგადად რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი გამბედაობა, რისკი და თავისუფალი აზროვნება იდეებზე“, - განაცხადა ქურდიანმა.