მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჭიროა, მუშაობა ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა გრძელვადიან გეგმებზე“ - ლევან ყარალაშვილი

6081328fc4dc6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.21 13:00
1207
საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი მთავრობას ყოველდღიურ პრობლემატიკაზე თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მან დღეს 12 ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დარგთაშორისმა საინიციატივო ჯგუფმა პრემიერს შეხვედრის მოთხოვნით მიმართა და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი ინიციატივა წარადგინა.

ლევან ყარალაშვილი იმედოვნებს, რომ არ განმეორდება გასული წლის 28 ნოემბერი, როდესაც ბიზნესმა 24 საათით ადრე შეიტყო, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები წესდებოდა. 

„გვახსენდება გასული წლის 28 ნოემბერი, როდესაც 24 საათით ადრე გავიგეთ, რომ მთელი სექტორი იკეტებოდა. იმედს გამოვთქვამთ, მსგავსი პრობლემა აღარ იქნება, იმიტომ რომ აუცილებელია, კომუნიკაცია, მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან და მუშაობა ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა გრძელვადიან, რამდენიმეწლიან გეგმებზე. ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, რომ კიდევ ერთხელ ერთად დავსხდეთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ იმ ხალხს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული“, - განაცხადა ყარალაშვილმა.