27.იანვარი .2022 20:45

საჭიროა უძრავი ქონების აგენტებისთვის სერტიფიცირების შემოღება - FIABCI Georgia

საჭიროა უძრავი ქონების აგენტებისთვის სერტიფიცირების შემოღება - FIABCI Georgia
views 1655
უკან

საჭიროა უძრავი ქონების აგენტების სერტიფიცირების შემოღება, რათა მოხმარებელი მეტად დაცული იყოს - ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI Georgia-ს პრეზიდენტი ლიკა ქარდავა აცხადებს. აღნიშნული რეგულაციის შემოღების ერთ-ერთი ინიციატორი და მომხრე საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციაა.

როგორც ის bm.ge-სთან ამბობს, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელსაც რეალტორები უნდა აკმაყოფილებდნენ, ამიტომ სტანდარტების შემოღება ეტაპობრივად მაინც, აუცილებელია.

“საქართველოში უძრავი ქონების სექტორი საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი სფეროსადმი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშრისო ინვესტორებისა და მყიდვებლების მხრიდან. ამის პარალელურად საჭიროა, ხდებოდეს ადამიანური კაპიტალის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. FIABCI-ში ყოველდღიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ჩვენი გამოცდილებით, პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ლიცენზირება რეალტორების საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს რეგულაციას არ გულისხმობს, ეს არის სტანდარტების დაწესება ბაზარზე, რათა ერთი მხრივ, მომხმარებელი მეტად დაცული იყოს, მეორე მხრივ კი, ხდებოდეს პროფესიის წახალისება და მისი მაღალ საფეხურზე აყვანა”, - აცხადებს ლიკა ქარდავა.

კითხვაზე - უშუალოდ რა ცოდნა უნდა ჰქონდეს უძრავი ქონების აგენტს, რომ მან სერტიფიკატი აიღოს, ლიკა ქარდავა ამბობს, რომ საუბარია, სხვადასხვა თეორიულ ცოდნაზე, რომელთა მიღების შესაძლებლობა მათ ტრენინგების საშუალებით შეეძლებათ.

“არსებობს აპრობირებული მეთოდოლოგია და სტანდარტები, რომლებიც გულისხმობს კვალიფიკაციის მინიჭებას რეალტორისთვის, ეს არის როგორც თეორიული ასვე პრაქტიკული ცოდნები და ეხება როგორც პროფესიულ სტანდარტებს, ასევე გაყიდვის ტექნიკებს, მარკეტინგის საფუძვლებს, უძრავი ქონების სფეროს მთავარ მიმართულებებს, რათა კვალიფიციურად მოემსახურონ მოხმარებელს”, - აცხადებს ლიკა ქარდავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა