მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროება თუ დადგება, საგანგებო მდგომარეობას შემოვიღებთ – კახა კალაძე

5e6def1470dee
დავით ჯალაღონია
15.03.20 13:00
996
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"იცით, რომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და გატარებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები. საგანგებო მდგომარეობას რაც შეეხება, ჩვენ თუ გადავხედავთ ბერვ ქვეყანას, სადაც შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გატარებულია ის ღონისძიებები, რა გადაწყვეტილებებიც დღემდე მივიღეთ.

თუ დადგება იმის საჭიროება, რომ შემოღებული იქნას საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. დარგის სპეციალისტებთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია და ის საჭიროებები და აუცილებელი ღონისძიებები, რაც გასატარებელი იყო, დღეის მდგომარეობით შესრულებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.