მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფოს რესურსები საკმარისი არაა - პრემიერის მრჩეველი

6094f0429913c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 11:55
1982
საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხვის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, საქართველოს არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რესურსები არ ჰყოფნის. ამის შესახებ მან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენისას განაცხადა.

ვაზილ ჰუდაკმა, რომელიც საქართველოს ბოლოს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში სტუმრობდა, აღნიშნა, რომ უხარია, ამ რანგში საქართველო მთარობისა და ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგომა და ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს. მისი თქმით, ამ პროცესში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„ამ პროცესში ყველა გამოწვევაზე სასაუბროდ ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი. სხვადასხვა გამოწვევები და საჭიროებები შევისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო რესურსები არ არის საკმრისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად; სწორედ ამიტომ სხვა რესურსების მობილიზებაა საჭირო. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც საერთაშორისო დახმარების გზით, სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას საჯარო და კერძო სექტორებს პარტნიორობის გზითაც ვხედავ, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება“, - განაცხადა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხში პრემიერის მრჩეველმა.

ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკის საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ქვეყანის განვითარება თანამედროვე მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.