მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებებს გავამკაცრებთ - გიორგი გახარია

5e8853af826c9
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 13:33
940
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარაში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის პრევენციის მიმართულებით, ღონისძიებები გამკაცრდება.

პრემიერმა დღეს კორონავირუსით ინფიცირებული პირველი გარდაცვლილი ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან არ იქნება.

„მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. ამ გარდაცვალების შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“, - განაცხადა გახარიამ.