საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულებს 25 სამედიცინო დაწესებულება მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კლინიკებმა მიმართეს ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სწრაფი ტესტების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, თუმცა აუცილებლობის არარსებობიდან გამომდინარე, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული 25 სამედიცინო დაწესებულების სია, სადაც ეტაპობრივად ინფექციის გავრცელების ტენდენციიდან გამომდინარე არსებობს სრული მობილიზების გეგმა. ჩვენი მიდგომა დადასტურებული შემთხვევევბის მართვისთვის არის შერჩეულ კლინიკებში პაციენტების გადაყვანა და ადგილზე მართვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რაც უკავშირდება სამედიცინო ქსელში შიდა გადაცემის აღკვეთას. დღეს დაგეგმილია კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან, რომ სრული სქემა გავიაროთ. მობილიზებულია ასევე პირველადი ჯანდაცვა. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ვიდრე სასწრაფო სამედიცინო სამსახურს გამოვიძახებთ და მივმართავთ საავადმყოფოს, გავიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს სწრაფი ტესტების რეგისტრაციის პროცესს, რასაც გაბუნიამ უპასუხა, რომ ეს სიმართლე არ არის და მთავრობა დადგენილ წესებს მიყვება, რათა თავიდან აიცილოს უხარისხო და დაბალი ხარისხის ტესტების შემოყვანა ქვეყანაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა