მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები - პაატა იმნაძე

5e870eacd836d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 15:20
656
საკარანტინე ზონა არის მთელი საქართველო დღეს, - განაცხადა დაავადებათა კონკტროლის ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ზოგიერთი მოქალაქე ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს თუ არ დაემორჩილებიან დღეს არსებულ შეზღუდვებს, ამიტომ თუ რაიმე ზომა იქნება მისაღები, ეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება და არა - ლოკალურად.

„საკარანტინე ზონა არის მთელი საქართველო დღეს. მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები, ამიტომ ახლა დამატებით ამ საკარანტინო ზონებში. თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ასე ლოკალურად დასახლებებს ან ქალაქებს, შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები.
თუ იქნება რაიმე გამკაცრება მისაღები, ვთვლით, რომ სჯობს, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები, დაველოდები ისევ და ისევ სიტუაციის განვითარებას, რადგან სამწუხაროდ, ისევ და ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაცა ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. ვერ იაზრებენ რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს თუ ჩვენ არ დავემორჩილებით, როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც ქვეყანაშია გამოცხადებული“, - განმარტა იმნაძემ.