მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

63ff9530ab4d9
BM.GE
01.03.23 22:25
991

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი- ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.