საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, თამარ მეფის 19-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 28-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. ივლისის თვეში “სმარტი” თბილისში, კახეთის გზატკეცილზე და ურეკშიც გაიხსნება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 33 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი. ახალგახსნილ ობიექტებზე ჯამში კიდევ 70-მდე ადამიანი დასაქმდება.
საჩხერეში, იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის დასაწყისში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ახლა უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და იტალიური ყავა “ტრუჩილო” ელის, რომელიც მოგზაურობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და ენერგიულს ხდის.
„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს, რადგან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლია. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს, რაც მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. მსგავსი კომპლექსური შეთავაზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტობანებსა და ახალი ტურისტული მარშრუტების სივრცეში", - აცხადებს “ვისოლისა“ და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც ავითარებს და გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენ სადგურებსაც ქმნის.
„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.
(R)
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი