მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი covid-19-ით დაინფიცირდა

5e89a50307773
თელარა გელანტია
05.04.20 13:27
2157
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი ინფექციონისტი კორონავირუსით დაინფიცირდა.

აღნიშნული რამდენიმე წუთის წინ მედიასთან კლინიკის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ დაადასტურა. მისი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, რატომ დაინფიცირდა მედიკოსი.

„ჩვეენი თანამშრომლის პასუხი ვირუსით ინფიცირებაზე არის სუსტად დადებითი, ამიტომ საჭიროა გადამოწმება. დღეს უკვე ავუღეთ განმეორებითი ანალიზი მას და ასევე, მასთან კონტაქტში პირებს და საღამოს გვექნება პასუხები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ...  მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო პერსონალი პაციენტებთან ეკიპირებულები შედიან; მარაგიც გვაქვს; ჯერჯერობით, არ ვიცით და ვიკვლევთ, რა შემთხვევის გამო შეიძლებოდა ინფექციონისტი დაინფიცირებულიყო და რომელ პაციენტებთან კონტაქტის გამო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ინფექციონისტის განმეორებითი ტესტირების პასუხებამდე კლინიკაში დარჩება 100-მდე მედიკოსი. 

„პრინციპში, კლინიკა არის მთლიანად იზოლაციაში. ის მორიგეები, ვინც მუშაობდნენ, დარჩნენ დღესაც და მუშაობენ. მანამ, სანამ პასუხები იქნება ცნობილი, იმისთვის, რომ ვირუსი დანარჩენ მოსახლეობაში არ გავრცელდეს, ეს მედიკოსები დარჩებიან კლინიკაში“, - აღნიშნა დირექტორმა. 

საჩხერის საავადმყოფოში ამჟამას სულ 3 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. 

შეგახსნებთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 ფაქტია გამოვლენილი. ვირუსმა 2 პაციენტი იმსხვერპლა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 36 პირი.