ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის თქმით, თბილისში საცობის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობაა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, არანაკლები პრობლემაა ქაოსური ურბანული განაშენიანება.
„საცობის გამომწვევი არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი მიზეზია. ამ მრავალ მიზეზთაგანი არის, რა თქმა უნდა, არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, მიმაჩნია, რომ არანაკლებ პრობლემატური ქაოსური ურბანული განაშენიანებაა, რასაც თბილისში უკვე წლებია ვხედავთ, სადაც ოთხი მეტრი სიგანის გზაა და მრავალსართულიანი კორპუსების ნებართვებია გაცემული, იქ ვერ ვისაუბრებთ საგზაო მოძრაობის ვერც უსაფრთხოებაზე, ვერც მის გამტარუნარიანობაზე. თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ იქ აუცილებლად იქნება საცობი“, - აცხადებს მესხიშვილი.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გარდა ურბანული სტანდარტების დაცვისა, საცობის პრობლემის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდეს, რათა დედაქალაქს, რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავდეს.
"ბევრი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვჭირდება, რომ კომფორტულად ვიმგზავროთ. იმისთვის, რომ ბევრი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს, საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, დერეფნების მშენებლობა, ავტობუსის ზოლების დასრულება. მთავარი შენიშვნა რაც მექნებოდა ვადებია, რადგან დროულად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხორციელება“, - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი