21.იანვარი.2016 11:13
საზოგადოება

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობაზე რეგულაციები დაწესდება

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობაზე რეგულაციები დაწესდება
თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის საკითხზე მსჯელობის მიზნით გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ლილუაშვილი, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
 
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ხედვა საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა არის იმ კომპლექსური სქემის ნაწილი, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვას უკავშირდება.

„დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებსაც ფართო დაფარვის ქსელი აქვთ ქალაქის მასშტაბით. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც გულისხმობს სადისტრიბუციო მანქანების უკეთ ორგანიზებას და პიკის საათებში რეგულირებას. განვიხილეთ რამდენიმე სამუშაო წინადადება და შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

23.აპრილი.2019 17:38
90

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
72

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
52

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 11:44
956

საქართველოს რეგიონები, სადაც ბავშვების სისხლში ყველაზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს

ვრცლად
23.აპრილი.2019 11:05
286

ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს აღემატება - რას ნიშნავს ეს?

ვრცლად
23.აპრილი.2019 10:54
183

ტყვიის შემცველობა ბავშვების სისხლში - კვლევის შედეგები საქართველოში

ვრცლად