25.ივლისი .2021 09:45

საცურაო აუზები მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებენ, შეინიშნება ფასების მატებაც

საცურაო აუზები მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებენ, შეინიშნება ფასების მატებაც
views 370
უკან

თბილისის საცუარაო აუზები მუშაობას სხვადასხვა რეგულაციების დაცვით აგრძელებენ, bm.ge დაინტერესდა თუ რამდენად დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა მათ, ასევე შეინიშნება თუ არა ფასთა ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით „კრწანისის რეზიდენციის აუზისა" და Gino Paradise”-ის წარმომადგენლებს ესაუბრა. "Gino Paradise”-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ აკვა პარკში აქტივობა საკმაოდ მაღალია და რეგულაციებიდან გამომდინარე ხალხის ნებადართული რაოდენობა მუდმივად შევსებულია. ქეთი მაჭავარიანი ფასთა ცვლილებაზეც საუბრობს, მისი თქმით, აკვა პარკში შესვლის ღირებულება დაახლოებით 20 %-ით გაიზარდა.

„საკმაოდ აქტიური ზაფხულია, ყოველთვის არის იმ რაოდენობის ადამიანი, რამდენის შემოყვანის უფლებაც გვაქვს, 1 წლის განმავლობაში დახურულები ვიყავით, შესაბამისად გახსნისთანავე გვინდოდა სტუმრებს სრულიად მომზადებულები დავხვედროდით, საჭირო რეგულაციების დაცვისთვის კი 1 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, დავიმატეთ კადრები, რომლებიც უშუალოდ გააკონტროლებენ იმას, თუ რამდენად იცავს აქ მოსული ადამიანი აღნიშნულ რეკომენდაციებს, სწორედ ამ ფონზე, ფასების დაახლოებით 20 %-ით გაზრდა მოგვიწია“ -აცხადებს ქეთი მაჭავარიანი.

„კრწანისის რეზიდენციის აუზის“ გენერალური მენეჯერი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ადამიანები გასართობ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს მონატრებულები არიან, თუმცა, პანდემიის გამო ხშირად აუზზე მისვლისგან თავს იკავებენ და შიშის ტენდენციაც შეინიშნება.

„მომხმარებლები რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით კითხვებს ხშირად გვისვამენ, გარკვეულწილად შიშის ფაქტორიც აქვთ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ასეთი აქტივობები ენატრებათ ხალხის რაოდენობა ნამდვილად არ მცირდება, რეგულაციებთან დაკავშირებით ერთადერთი დისკომფორტია ის, რომ ადგილების რაოდენობა შეგვეზღუდა, ადრე თუ 140 სტუმარს ვიღებდით ახლა მხოლოდ 80 სტუმრის მიღება შეგვიძლია, სხვა მხრივ ყველა რეკომენდაციას შესაბამისად ვიცავთ, რაც შეეხება ფასებს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ერთჯერადი შესვლის საფასური 5 ლარით გაიზარდა“ - ამბობს ანა ბერიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა