მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხობების ქსელმა “აუგუსტმა” მეხუთე ფილიალი გახსნა

61aa110e9bf38
მარიამ იზორია
03.12.21 20:25
804
საცხობების ქსელმა “აუგუსტმა” $30 000 ინვესტიციით ყაზბეგის გამზირზე მეხუთე ფილიალი გახსნა.
როგორც საცხობების ქსელის თანადამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე bm.ge-სთან აცხადებს, ეს კომპანიის გაყიდვის წერტილი იქნება, სადაც მომხმარებელს ადგილზეც უმასპინძლებენ.

“ეს ჩვენი კომპანიის მეხუთე ფილიალია, ბოლო სამი სწორედ პანდემიის პერიოდში გავხსენით, გარდა ამისა, ამ დროისთვის ახალ საწარმოზე ვმუშაობთ, საიდანაც“აუგუსტის” ყველა ფილიალი მომარაგდება. საწარმო, რომელიც ნაძალადევის რაიონში 2022 წლის მარტში ამოქმედდება, ობიექტების მომარაგების გარდა, გაყიდვის წერტილიც იქნება” - განმარტავს “აუგუსტის” თანადამფუძნებელი.

კომპანიამ, რომელიც 60 ადამიანს ასაქმებს, ახალი ფილიალის ფარგლებში კიდევ 10 თანამშრომელი დაიმატა.

ინფორმაციისთვის, საცხობების ქსელი “აუგუსტი” ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.