მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დიდ ლილოში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცემა

5d8210b8ce274
თელარა გელანტია
18.09.19 15:30
620
სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის გადაჭრას განაგრძობს.

შესაბამისად, იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება.

„ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე 500-ზე მეტ ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს კიდევ 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ესენი არიან სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები. მინდა მათ მივულოცო. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ოჯახი. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ ფართების დაკანონებაში“, - მიმართა მათ კალაძემ მოსახლეობას.