მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა

611d12b743f7e
BM.GE
18.08.21 18:00
641
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.