მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირებას აღარ ველოდებით - ილია წულაია

633c75bbf33b7
ალა ისპირიანი
04.10.22 22:00
908
კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, ბიზნესი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირებას აღარ ელის. ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და პრემიერის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო მასალებზე ფასების სტაბილურობა, უძრავ ქონებაზე არსებული ფასის შენარჩუნებას გამოიწვევს.

„უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა პირველ რიგში სამშენებლო მასალაზე და მუშა ხელზე ფასის ზრდით არის გამოწვეული.იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ფასები დასტაბილურდა, ზრდა არ იქნება. ანუ კი არ შემცირდა, გაზრდილი ფასები შენარჩუნდა, შესაბამისად მასალებზე გაზრდილი ფასების შენარჩუნება გამოიწვევს, რომ უძრავ ქონებაზეც გაზრდილი ფასები შენარჩუნდება და აღარ გაიზრდება. 

ამასთან, მიუხედავად ფასების ზრდისა ამ მიმართულებით მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ეკონომიკურ ზრდაში მშენებლობას დიდი წილი აქვს,“ – განაცხადა ილია წულაიამ.

რაც შეეხება მუშა ხელის შრომის ფასის ზრდას, მან თქვა, რომ გაზრდილ ფასებში აღნიშნული ხარჯი უკვე ასახულია.