24.ივლისი .2021 10:59

სად არის დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოში? - კოვიდ-გეოგრაფია

სად არის დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოში? - კოვიდ-გეოგრაფია
views 3766
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573 საიდანაც: 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 780, აჭარაში - 407, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 956 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11. 1 564 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 861 - თბილისში, 464- აჭარაში. 17 046 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 651 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 440, პირი, აჭარაში - 2 557, იმერეთში - 1 801.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა