სახელმწიფო ააიპ-ის „ოუფენ ნეტის“ დირექტორის ინფორმაციით, წელს 2000 კმ სიგრძის ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გამოაცხადებენ ტენდერებს.
„ოუფენ ნეტის“ წლევანდელი ბიუჯეტი 51 მლნ ლარია.
მარიამ სულაბერიძის ინფორმაციითვე, ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით უკვე მიმდინარე ტენდერებია: მესტია-ჯვარი (160 კმ), ზუგდიდი-ხობი (270 კმ), აბაშა-სენაკი (230 კმ) და ვარციხე-წყალტუბო-ხონი (150 კმ). მარშრუტების ჯამური სიგრძე 810 კილომეტრია და 59 200 მოსახლე უნდა მოიცვას.
მისივე თქმით, მესტია-ჯვარის და ზუგდიდი-ხობის ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან უკვე კონტრაქტს აფორმებენ.
„წელს, დაახლოებით ექვსი ტენდერი კიდევ გამოცხადდება და სრულად მოვიცავთ დასავლეთ საქართველოს დარჩენილ ნაწილს. ასევე, უნდა გამოცხადდეს ტენდერები ზემო აჭარაში ოპტიკური ქსელის გაყვანაზე. ჯამში, 2023 წელს გამოცხადებული ტენდერებით 2000 კმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ავიდეთ. ეს არის ჩვენი გეგმა“, - აღნიშნა „ოუფენ ნეტის“ დრიექტორმა.
შეგახსენებთ: ოზურგეთი, ქობულეთი და ლეჩხუმი - ეს ის სამი რეგიონია, სადაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა - log-In Georgia-ს ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულდა. საუბარია 350 კმ-სიგრძის ოპტიკურ ქსელზე, რომლის აშენება, ჯამურად, 22 მილიონ ლარამდე დაჯდა.
Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500,000 ადამიანმა უნდა მიიღოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი