05.მაისი .2020 10:25

სად დაინფიცირდა ბოლო 11 პაციენტი? - მარინა ეზუგბაია

views 513
უკან

11 ინფიცირებული პაციენტიდან 10-ის წყარო ბოლნისია, ხოლო 1-ის ინფიცირების წყაროს ახლა ეძებენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად, დღეს კოვიდ ცენტრებში სულ 355 პაციენტი მკურნალობს.

„11 ახალი პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყარო, ხოლო ერთის წყაროს მოძიება მიმდინარეობს ეპიდემილოგების მიერ. დღეს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 355 პაციენტი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმოფოს. ჩვენთან ამჟამად წევს 57 პაციენტი, მათგან 54-ს კოროვირუსი დადასტურებული აქვს, ხოლო 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა დღეს დილით დასრულდება და გავარკვევთ, გამოჯანმრთელებულები არიან, თუ დადასტირებულები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს კლინიკურად სტაბილიზებულად, თუმცა გაფართოებული კვლევების მიხედვით, მდგომარეობა გაუარესებულია, ამიტომ ჯერ იმის თქმა, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. 7 პაციენტი გვყავს, ასევე, მძიმე პნევმონიით და მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.