მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად დასაქმდნენ მანდატშეჩერებული დეპუტატები?

641d56f1d7f69
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 14:06
754
საქართველოს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე პარლამეტის 5 წევრის უფლებამოსილებისა და მათგან 4 პირის სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის ყოფილი წევრების მანდატის შეწყვეტის საფუძვლები განმარტა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს, გიორგი ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას, გიორგი ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი კი პრემიერ-მინისტრის მრჩევლების პოზიციებს დაიკავებენ.

„პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2023 წლის 24 მარტს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამეტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 20 მარტის #55-ე ბრძანებით გიორგი ამილახვარი დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის ბ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამეტის რეგლამენტის მე-6 მუხლის, მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს წევრ გიორგი ამილახვარს ვადამდე შეუწყდეს წევრის უფლებამოსილება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 24 მარტს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2023 წლის 14 მარტის წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი კოვზანაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 24 მარტს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამეტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა საქართველოს პარლამეტის აპარატის უფროსის 2023 წლის 23 მარტის ბრძანებით გიორგი ამილახვარი დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის ბ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამეტის რეგლამენტის მე-6 მუხლის, მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს წევრ გიორგი ხელაშვილს ვადამდე შეუწყდეს წევრის უფლებამოსილება.


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 24 მარტს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამეტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ნინო იობაშვილის შორის 2023 წლის 23 მარტს გაფორმდა ნომერ პირველი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე ნინო იობაშვილი დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის ბ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამეტის რეგლამენტის მე-6 მუხლის, მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს წევრ ნინო იობაშვილს ვადამდე შეუწყდეს წევრის უფლებამოსილება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 24 მარტს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამეტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის 2023 წლის 23 მარტს გაფორმდა ნომერ პირველი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე ნინო იობაშვილი დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის ბ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამეტის რეგლამენტის მე-6 მუხლის, მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს წევრ ვლადიმერ ჩაჩიბაია ვადამდე შეუწყდეს წევრის უფლებამოსილება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ის აკადემიურ და საბანკო საქმიანობას უბრუნდება.