05.სექტემბერი .2019 10:30

სად გააგრძელებს საქმიანობას მამუკა ბახტაძე? - bm.ge-ს ექსკლუზივი

views 21012
უკან

საქართველოს ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკში გააგრძელებს.

კერძოდ, bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის ემზადება.

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევნები 2020 წლის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების დროს გაიმართება.

bm.ge-ის ინფორმაციითვე, ყოფილმა პრემიერმა შეთავაზება ამერიკული მხარისგან მიიღო, რადგან სწორედ აშშ არის World Bank-ის საქმიანობის მთავარი წარმმართველი.

ბახტაძე მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ ევროპას და აზიას დაფარავს.

იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, ის მეორე ყოფილი პრემიერი იქნება "ოცნების" მთავრობიდან, ვინც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში დასაქმდება.

შეგახსენებთ, პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა საქმიანობა EBRD-ში დაიწყო.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებებმა 1992 წლის შემდეგ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მსოფლიო ბანკი 1945 წელს დაფუძნდა. მისი შტაბ-ბინა ვაშინგტონშია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიზანია, განვითარებად ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა და ცხოვრების სტანდარტების ამაღლება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა