10.მარტი .2020 13:10

სად განთავსდებიან იტალიიდან საქართველოში ჩამოყვანილი მოქალაქეები? - სამინისტროს განმარტება

views 421
უკან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  იტალიიდან ჩამოყვანილი მოქალაქეების განთავსება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად მოხდება.

„თანხლებით უკვე გაფრინდა ხომალდები რომის მიმართულებით, საიდანაც სახელმწიფო ორგანიზებულად ახდენს ჩამოყვანას იტალიაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც მიმდინარე 2 კვირის ფარგლებში შეძენილი ქონდათ ჩვენს ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები.

მოქალაქეებს საქართველოში ჩამოფრენისთანავე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც მოხდება მათი განთავსება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ავიაკომპანია „აირზენას“ თვითმფრინავით რომიდან იტალიაში მყოფ საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა