მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი?

604270fdce08e
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.21 00:00
1740
ანალიტიკურმა კომპანია Statista-მ გამოთვალა, რამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ყიდვა შეიძლება 1 მილიონ დოლარად პლანეტის სხვადასხვა კუთხეში.

როგორც ანალიტიკური კომპანიის ანგარიში აჩვენებს, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მონაკოშია. ქალაქი, სტაბილურად ინარჩუნებს ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზრის სტატუსს. მონაკოს ცენტრში 1 მილიონ დოლარად დაახლოებით 15 კვადრატული მეტრის ყიდვა შეიძლება.

მონაკოს შემდეგ უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგსა და ლონდონშია, სადაც 1 მილიონ აშშ დოლარად შესაბამისად 23 კვ/მ და 31 კვ/მ შეძენას შეძლებთ. ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ხუთეულს უძრავი ქონების მიხედვით ნიუ-იორკი (34 კვ/მ) და ჟენევა (35 კვ/მ) ასრულებს.

Statista-ს მონაცემებით, 1 მილიონ დოლარად ყველაზე დიდი ფართის შეძენას კეიპტაუნსა (202 კვ/მ) და სან-პაულუში (252 კვ/მ) შეძლებთ.

ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ჩამონათვალი უძრავი ქონების მიხედვით შემდეგია:

1. მონაკო
2. ჰონგ-კონგი
3. ლონდონი
4. ნიუ-იორკი
5. ჟენევა
6. სინგაპური
7. პარიზი
8. ლოს-ანჯელესი
9. სიდნეი
10. შანხაი
11. ტოკიო
12. პეიკინი
13. ბერლინი
14. მაიამი
15. მელბურნი
16. მუმბაი
17. კეიპტაუნი
18. სან-პაულუ