თითქმის 2-წლიანი ლოდინის შემდეგ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, სად უნდა ინვესტირდეს დაგროვებითი პენსიის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობის მიერ აკუმულირებული თანხები.
დოკუმენტის საინვესტიციო გზავნილებზე, საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ გადაცემა FORBES კვირის ეთერში ისაუბრა:
„რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს:
პირველი - საპენსიო სქემის მონაწილეებს ვეუბნებით, რომ თქვენი დანაზოგები ინვესტირდება დაბალი რისკის პორტფელის მიხედვით.
მეორე - თქვენ, როგორც მინიმუმ, უნდა შეგინარჩუნდეთ მსყიდველთუნარიანობა, ანუ ინფლაცია უნდა იყოს დაძლეული, ეს არის ჩვენი საინვესტიციო მიზანი.
მესამე - არის კონკრეტული სტრატეგია - 60% - სადეპოზიტო სერთიფიკატებში, 25% - სახაზინოებში, 15% - გლობალურ აქციებში“.
რატომ ეს სამი ალოკაცია?
„საკმაოდ დაბალი რისკი აქვს სახაზინოებს, რომ შევხედოთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარს და საინვესტიციო ბაზარს - სახაზინოს ყველაზე დაბალი რისკი აქვს - ანუ მას არანაირი დეფოლტ-რისკი არ აქვს და იმ დროს, როცა მათზე ამონაგები მინიმუმ დღეს თითქმის უტოლდება სადეპოზიტო ამონაგებს. საკმაოდ კარგი რისკისა და მომგებიანობის ბალანსია, საშუალოდ 8%-ზე მეტშია, ეს დამოკიდებულია ვადიანობაზე.
შემდეგი არის სადეპოზიტო სერტიფიკატები - დღევანდელი კაპიტალის ბაზარი სხვა გასაქანს არ გვაძლევს, ამიტომ ვუყურებთ მაინც ბანკებს და სადეპოზიტო სერტიფიკატებს. გარდა ამისა, ლარში საკმაოდ კარგი მოგება გვაქვს. ჩვენ ინვესტირება გავაკეთეთ 570 მილიონის. საკმაო ჭერი მოვხსენით საპროცენტო განაკვეთების, რასაც ბანკები გვთავაზობდნენ, ამიტომაც გვაქვს ასეთი კარგი ამონაგები, 11,1%. რვა ბანკზე ვსაუბრობ, სადაც ამ წუთას არის განთავსებული თანხა.
მესამე არის გლობალური ფასიანი ქაღალდები, „ემესია ინდექსი“, რაც მოიცავს განვითარებული ეკონომიკების საფონდო ბაზრებს და რომ შევხედოთ, მასში შედის „მაიკროსოფტი“, „გუგლი“, „ტესლა“ და რიგი კომპანიები, არა მხოლოდ ტექნოლოგიური. რომ შევხედოთ ამ „ემესია ინდექსის“ განვითარებას, ჩვენ საკმაოდ კარგი „ბლუ მარკეტი“ გვქონდა. მარტში გვქონდა დაღმასვლა, თუმცა შემდეგ უკვე „ემესია ინდექსმა“ ამოიღო თავისი თავი, გაუტოლდა საწყის ეტაპს და როგორც კი გლობალური ეკონომიკები დაიწყებს ზრდას, ეს „ემესია ინდექსიც“ გაყვება და ზრდას დაიწყებს. ამიტომ ჩვენ გვინდა, ჩვენმა მონაწილეებმა ამის ბენეფიტებიც მიიღონ“, - განმარტა მელიქიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის