მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ინახება საქართველოს მოქალაქეთა 1.3-მილიარდიანი საპენსიო დანაზოგები?

601f040262ffe
BM.GE
07.02.21 09:30
3841
სახელმწიფო საპენსიო სქემაში ჩართული 1 მილიონი ადამიანის დანაზოგი უკვე 1,3 მილიარდ ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანი თანხის 76% განთავსებულია ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში.

საუბარია შვიდი ბანკის - “თიბისი ბანკის“; “საქართველოს ბანკის“; “ლიბერთი ბანკის“; “ბანკი ქართუს“;“ვითიბი ბანკის“; “ბაზის ბანკის“ და “ტერა ბანკის" სადეპოზიტო სერტიფიკატებში, თუმცა თანხის ზუსტი გადანაწილება საჯაროდ ცნობილი არაა. დანარჩენი 24% ქართული ბანკების სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე ინახება. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 1.3 მილიარდიდან 116 მილიონი ლარი საპენსიო შენატანებზე უკვე დარიცხული საპროცენტო სარეგებლია. 

"2021 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. 

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საპენსიო სააგენტოს თანახმად, მოქალაქეთა დანაზოგებს საშუალოდ 10.9%-იანი სარგებელი ერიცხება. 

საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, მასში ჯამურად 1.1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული, რომელთა ყოველთვიური ხელფასის 6% (2% საშემოსავლო გადასახადიდან; 2% დასაქმებულისგან; 2% დამსაქმებლისგან) საპენსიო ფონდში ირიცხება.