მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად იყიდება ქართული მოცვი და რა პოტენციალი აქვს პროდუქტს?

5f01d95618263
ნინი ლონგურაშვილი
05.07.20 22:00
4013
“სარფიანი რეალიზაციის და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით ევროპის ბაზარია მიმზიდველი, რომელიც ქართული მოცვისთვის ჯერ კიდევ აუთვისებელია”,- ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში „მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას“ თანადამფუძნებელმა რატი მორჩილაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, წარმოება არ არის იმ მოცულობის, რომ სხვა ბაზრებისთვის ქართული მოცვი საინტერესო იყოს.

“ბოლო წლებია, რაც საკმაოდ სწრაფად იზრდება მწარმოებელთა რიცხვი და განაშენიანებული ფართობები. ამის მიუხედავად მსოფლიო ბაზარს და სხვა მწარმოებლებს რომ შევადაროთ, მაინც არ ვართ იმ მოცულობების დონეზე ასული, რომ ქართული მოცვის წარმოება სხვა ბაზრებისთვის საინტერესო იყოს. თუმცა, ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ კოორდინირებული მუშაობით შევძლოთ ქართული მოცვის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და შევძლოთ მეტად მოთხოვნადი გახდეს საექსპორტო ბაზრებზე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ჩვენი რეგიონიდან გამომდინარე, პერსპექტიულია რუსეთის ბაზარი, სადაც უკვე გვაქვს  გაყიდვები ბოლო წლებია, ასევე არის გალფის ქვეყნების ბაზარი, სადაც ასევე დიდია მოთხოვნა და არამარტო სარფიანი რეალიზაციის კუთხით, არამედ ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით”,- აღნიშნა რატი მორჩილაძემ.