2020 წლის 8 თვეში საქართველოდან თხილის ექსპორტი 36.8%-ით გაიზარდა და 28.2 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის იანვარ-აგვისტო 17.8 მლნ დოლარი).
საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 8 თვის განმავლობაში 4 539.9 ტონა თხილი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე, საიდანაც 297.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი თხილი იყო, ხოლო 4 242.7 ტონა ნაჭუჭგაცლილი.
ექსპორტის მაჩვენებლები ნაჭუჭგაუცლელის და გაცლილი თხილის შემთხვევაში გაზრდილია:
- ნაჭუჭგაუცლელი თხილი 856.9 ათასი დოლარი, ზრდა 32.7%;
- ნაჭუჭგაცლილი თხილი 27.4 მლნ დოლარი, ზრდა 36.9%;
BMG დაინტერესდა რომელ ქვეყნებში გავიდა ყველაზე მეტი თხილი საქართველოდან და საქსტატიდან 8 თვის სტატისტიკა გამოითხოვა, საიდანაც ჩანს, რომ 2019 წელს თხილის საექსპორტო ქვეყნების სია გაცილებით მცირე იყო. მაგალითისთვის ნაჭუჭგაუცლელი თხილი გასულ წელს იტალიაში, რუსეთში, ისრაელსა და ტუნისში არ გაგვიტანია, ხოლო წელს შარშანდელისგან განსხვავებით თხილის ექსპორტი ჯერჯერობით ამ პერიოდის განმავლობაში იორდანიასა და ერაყში არ განხორციელებულა.
ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი თხილის საექსპორტო ქვეყნები:
1. იტალია - 529.9 ათასი დოლარი, 263.0 ტონა;
2. ჩინეთი - 75.4 ათასი დოლარი, 26.0 ტონა;
3. სომხეთი - 71.8 ათასი დოლარი 51.2 ტონა;
4. რუსეთი - 70.7 ათასი დოლარი, 22.0 ტონა;
5. ისრაელი - 47.1 ათასი დოლარი, 14.0 ტონა;
6. ტუნისი - 38.4 ათასი დოლარი, 12.0 ტონა;
7. ბელარუსი - 19.7 ათასი დოლარი, 8.0 ტონა
დანარჩენი ქვეყნები 3.9 ათასი დოლარი, 1.1 ტონა.
რაც შეეხება ნაჭუჭგაცლილი თხილის საექსპორტო ქვეყნებს, მიმდინარე წლის 8 თვეში თხილი ჯერჯერობით არ არის ექსპორტირებული შვეიცარიასა და ერაყში, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებისგან განსხვავებით. საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
1. გერმანია - 6.8 მლნ დოლარი, 1 039.7 ტონა; ზრდა - 54.5%.
2. იტალია - 6.7 მლნ დოლარი, 1 009.5 ტონა; ზრდა - 71.7%.
3. ჩეხეთი - 2.2 მლნ დოლარი, 359.1 ტონა; ზრდა - 54.6%.
4. ესპანეთი - 2.1 მლნ დოლარი, 301.5 ტონა; ზრდა - 23.9%.
5. ლიეტუვა - 1.4 მლნ დოლარი, 206.5 ტონა; ზრდა - 14.3%.
6. პოლონეთი - 1.3 მლნ დოლარი, 205.0 ტონა; ზრდა - 60.4%.
7. ბელარუსი - 1.1 მლნ დოლარი, 210.0 ტონა; ზრდა - 57.9%.
8. საფრანგეთი - 857.6 ათასი დოლარი, 123.0 ტონა; ზრდა - 27.1%.
9. სლოვაკეთი - 596.9 ათასი დოლარი, 86.5 ტონა; ზრდა - 79.2%.
10. უკრაინა - 596.3 ათასი დოლარი, 136.0 ტონა; ზრდა - 9.0%.
11. ლატვია - 593.3 ათასი დოლარი, 85.7 ტონა; ზრდა - 15.4%.
12. რუსეთი - 564.8 ათასი დოლარი, 92.0 ტონა; კლება - 55.9%.
13. სომხეთი - 475.4 ათასი დოლარი, 97.9 ტონა; ზრდა - 59.3%.
14. მექსიკა - 276.1 ათასი დოლარი, 39.0 ტონა; ზრდა - 31.1%.
15. კანადა - 248.3 ათასი დოლარი, 35.4 ტონა; კლება - 10.6%.
16. ესტონეთი - 221.8 ათასი დოლარი, 36.0 ტონა;
17. ტუნისი - 177.6 ათასი დოლარი, 24.0 ტონა; კლება - 87.7%.
18. ავსტრია - 152.3 ათასი დოლარი, 22.0 ტონა; კლება - 34.1%.
19. ხორვატია - 149.0 ათასი დოლარი, 20.0 ტონა;
20. ბრაზილია - 145.2 ათასი დოლარი, 24.0 ტონა; კლება - 28.6%.
21. გაერთიანებული სამეფო 133.2 ათასი დოლარი, 22.0 ტონა;
22. ბულგარეთი - 126.5 ათასი დოლარი, 22.0 ტონა; ზრდა - 49.5%.
23. ჩინეთი - 102.9 ათასი დოლარი, 14.0 ტონა; კლება - 81%.
24. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67.0 ათასი დოლარი, 10 ტონა; ზრდა - 6%.
25. საბერძნეთი - 59.2 ათასი დოლარი, 10.0 ტონა; კლება - 59.8%.
26. საუდის არაბეთი - 54.4 ათასი დოლარი, 8 ტონა. კლება - 68.6%.
დანარჩენი ქვეყნები - 27.4 ათასი დოლარი, 4.0 ტონა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ